მელანია ტრამპი მემუარებს გამოსცემს

მელანია ტრამპი მემუარებზე მუშაობს. ამის შესახებ NBC News-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის წიგნი შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოვა. ცნობილია მემუარების სახელწოდებაც – „მელანია“. ტრამპის ვებგვერდზე ნამუშევარს ახასიათებენ, როგორც „იმ ქალის პირად პორტრეტს, რომელიც არაჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს“.
მელანიას მემუარებში წარმოდგენილი იქნება ოჯახური ფოტოები და პირადული ისტორიები, რომლებიც მას საზოგადოებასთან აქამდე არ გაუზიარებია.
მელანია ტრამპი დიდი ხანია არ გამოჩენილა საჯაროდ, თუმცა „რესპუბლიკური“ პარტიის ყრილობაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს, ის სცენაზეც გავიდა და მეუღლეს აკოცა.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა