არქივი24 ივლისი, 2024, 09:53
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარასკევს, ფლორიდაში შეხვდება.
„მოუთმენლად ველი, ბიბი ნეთანიაჰუს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში მიღებას“, - წერს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში იმყოფება და ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.