მეთიუ მილერი – არ გვინახავს ვლადიმერ პუტინის მხრიდან რაიმე მინიშნება, რომ მზადაა უარი თქვას უკრაინის ტერიტორიის შთანთქმის გაგრძელებაზე

ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ხედავს იმის მტკიცებულებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზად არის უარი თქვას უკრაინის ტერიტორიის მითვისების გაგრძელებაზე.
შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გააკეთა.
„შეგიძლიათ უბრალოდ შეხედოთ განცხადებებს, რომლებსაც ის აკეთებს – არ გვინახავს ვლადიმერ პუტინის მხრიდან რაიმე მინიშნება, რომ მზადაა უარი თქვას თავის მოთხოვნაზე – გააგრძელოს უკრაინის ტერიტორიის შთანთქმა. დარწმუნებული ვარ, არის მოლაპარაკება, რომელსაც პუტინი დაეთანხმება – სადაც მიიღებს ყველაფერს, რაც სურს და უკრაინა ვერ მიიღებს ვერაფერს, რისი უფლებაც კანონის მიხედვით აქვს, მაგრამ ეს არ არის მოლაპარაკება, რომლითაც პრეზიდენტი ზელენსკი დაინტერესებულია და არც უნდა იყოს“, – აღნიშნა მილერმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტამ მაშინ, როცა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს, შეიძლება, გამოიწვიოს ქვეყნის შემდგომი ოკუპაცია და განადგურება.
გარდა ამისა, მისი თქმით, ომის სწრაფი დასრულება, რისი დაპირებაც დონალდ ტრამპმა გასცა, უკრაინისთვის აუცილებლად გარკვეულ დანაკარგებს ნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში