არქივი13 დეკემბერი, 2024, 20:53
მეთექვსმეტე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც - მოქალაქეები მერიის წინ შეიკრიბნენ

მეთექვსმეტე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც. შეკრების ადგილი კვლავ მერიის მიმდებარე ტერიტორიაა.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ახალი არჩევნების და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით იკრიბებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანა არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე, არ დაინიშნება არჩევნები და არ გათავისუფლდებიან დაკავებულები
წვიმის გამო დღესაც ტერიტორიაზე კარვები გაიშლება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.