ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედიის ცნობით, გერმანიის არჩევნებში პირველ ადგილზე გასული „ქრისტიან - დემოკრატიული კავშირი“ სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე „სოციალ - დემოკრატებთან“ მოლაპარაკებებს გამართავს

გერმანიის არჩევნებში პირველ ადგილზე გასული კონსერვატიული „ქრისტიან - დემოკრატიული კავშირი“, მემარცხენე „სოციალ - დემოკრატებთან“ სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს გამართავს.
გერმანული მედიის ინფორმაციით, 28 თებერვალს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე მხარეები საწყის მოსაძიებელ მოლაპარაკებებს გამართავენ. თითოეული მხარე მოლაპარაკებების პირველ საფეხურზე ცხრა წარმომადგენელს გაგზავნის.
„ქრისტიან - დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მთავრობის ფორმირება 20 აპრილისთვის სურს. ვიდრე ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, ამჟამინდელი კანცლერი ოლაფ შოლცი და მისი კოალიცია „მწვანეებთან“ ერთად აგრძელებს ქვეყნის მართვას.
გერმანული მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია რთული მოლაპარაკებები, რადგან მხარეებს შორის არსებობს განსხვავებები რამდენიმე საკითხზე.
„ქრისტიან - დემოკრატიულმა კავშირმა“ არჩევნებში 28.5 პროცენტი აიღო, „სოციალ-დემოკრატებმა“ კი – 16.4 პროცენტი.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.