ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიაში „ქრისტიან-დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს, Afd მეორეზეა — წინასწარი შედეგები

გერმანიაში „ქრისტიან-დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს, Afd მეორეზეა — წინასწარი შედეგები

ეგზიტპოლების მიხედვით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატებმა“ (CDU/CSU) გაიმარჯვეს, მეორე ადგილზე ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გავიდა.
AfD, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს ილონ მასკი, მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას, რუსული გაზის იმპორტის აღდგენას, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას და ევროზონიდან გასვლას მოითხოვს.
მესამე ადგილს იკავებენ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატები (SPD), რომელსაც მწვანეები მოსდევს. სავარაუდოდ, ამ ორ ძალასთან შექმნის კოალიციურ მთავრობას პირველ ადგილზე გასული პარტია, კანცლერი კი 69 წლის ფრიდრიხ მერცი გახდება.
5%-იანი ბარიერი გადალახა ულტრამემარცხენე Die Linke-მ, ხოლო ბარიერის ზღვარზე არიან სარა ვაგენკნეხტის მემარცხენე-პოპულისტური, ევროსკეპტიკური ალიანსი (BSW) და თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP).
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ARD-ის პირველ პროექციის მიხედვით, შედეგები ასე ნაწილდება:
· ქრისტიან-დემოკრატები (CDU/CSU) — 29%
· ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) – 29,6%
· სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) — 16%
· მწვანეები — 13,3%
· მემარცხენეები (Die Linke) — 8,6%
· თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP) — 4,9%
· BSW — 4,7%
ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც შოლცის სამფეროვანი კოალიციის დაშლის შედეგად დაინიშნა, ამომრჩეველთა ძალიან მაღალი, 84%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.