პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მედიის სოლიდარობის მარში“ პარლამენტის წინ მივიდა - დაგეგმილია ღამისთევა

„მედიის სოლიდარობის მარში“ პარლამენტის წინ მივიდა - დაგეგმილია ღამისთევა

დემონსტრანტებმა - ჟურნალისტებმა, მედიის წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მათმა სხვა მხარდამჭერებმა - ფილარმონიიდან მოაწყვეს მსვლელობა და რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან მივიდნენ.
მანამდე ფილარმონიასთან შეკრებილებს შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილი დემონსტრანტები - საზოგადოების ნაწილი თავდაპირველად სწორედ იქ იკრიბება 132-ე დღეა და მსვლელობით მიდის პარლამენტთან.
მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ სიმართლის თქმას, „უკანონობის მხილებას და კრიტიკას“.
დემონსტრანტები სოლიდარობის უცხადებენ მზია ამაღლობელს - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელს, მედიამენეჯერს, რომელსაც პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება და რომლის გათავისუფლებასაც ევროკავშირი და დასავლური ქვეყნები ითხოვენ.
„იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, - წერია მზია ამაღლობელის სიტყვები დემონსტრანტების ერთ-ერთ ბანერზე.
საავტომობილო გზა გადაკეტილია.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ვერ ამბობს, მივლენ თუ არა მისი თანაგუნდელები 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაღუპულთა მემორიალთან.
დღეს, 8 აპრილს, სწორედ ამ ადგილზე იკრიბებიან 2024 წელს დაწყებულ პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა ოჯახის წევრები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.