დემონსტრანტებმა 9 აპრილის მემორიალთან ღამისთევა დაიწყეს

8 აპრილის საღამოდან რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან პრო-ევროპული დემონსტრაციების მონაწილეები შეიკრიბნენ. არაერთმა მათგანმა მემორიალთან ღამისთევა გადაწყვიტა.
პოლიტიკოსებმა და სხვა მოქალაქეებმა მემორიალთან მიიტანეს 1989 წლის 9 აპრილს მოკლულთა ფოტოები, მათი ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად ტიტები და სანთლები დაანთეს.
მემორიალთან მივიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები – მათ შორის გიორგი გახარია, ნიკა გვარამია, პაატა ბურჭულაძე და სხვები.
იქვე არიან ღამისთევის აქციის ორგანიზატორებიც – ახლადდაარსებული მოძრაობის, „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“, წარმომადგენლები — დემონსტრაციებისას დაკავებულთა მშობლები და ოჯახის წევრები.
საავტომობილო მოძრაობა კვლავ გადაკეტილია.
„მინდა იცოდეთ, რომ რეჟიმის პატიმრები დღეს ჩვენთან ერთად ათენებენ ციხეში ღამეს“, – ასე მიმართა საზოგადოებას მარიზი კობახიძემ, ერთ-ერთი დაპატიმრებულის, თორნიკე გოშაძის დედამ.
საზოგადოებას სიტყვით მიმართა ნანა მახარაძემ, – ქალმა 1989 წლის 9 აპრილს გადაღებული ცნობილი ფოტოდან:
“,”DefaultValue”:””,”HtmlEncode”:true,”Type”:”String”}], isMobile:true });
დემონსტრანტები ოთხშაბათ დილას, 9 აპრილს ელიან, რომ უფრო მეტი მხარდამჭერი შეუერთდებათ.
ჩვეულებრივ, ყოველ წელს, 9 აპრილს, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მემორიალს ყვავილებით ამკობენ.
თუმცა წელს შესაძლოა ეს ტრადიცია დაირღვეს.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები „ვერ მოვლენ“ პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან.
რამდენიმე საათით ადრე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ვერ თქვა, მივლენ თუ არა მისი თანაგუნდელები 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაღუპულთა მემორიალთან.
ღამისთევას წინ უძღოდა მედიის სოლიდარობის მარში.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას

საია – ვახო სანაიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს