არქივი16 იანვარი, 2024, 05:24
მედიის ინფორმაციით, ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი 35 წლის სერრაჯ იუსიბოვია, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ცხოვრობდა. არსებული ცნობით, ის ბაქოში სამუშაოდ იყო წასული.
შეგახსენებთ, ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 6 და დაშავდა 24 ადამიანი. სახელოსნოს ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.