არქივი16 იანვარი, 2024, 08:27
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა.
„დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში ერთ-ერთ სახელოსნოში ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.