ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - 24 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტი და ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავლენ

24 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო კიევში ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა “ინტერფაქს-უკრაინა” დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ურსულა ფონ დერ ლაიენი და ალექსანდრ დე კროო შაბათს კიევში ჩავლენ, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ ევროკავშირის უცვლელი მხარდაჭერა უკრაინისადმი, რომელიც მეორე წელია რუსულ აგრესიას იგერიებს,” - განაცხადა წყარომ.
ცნობისთვის, პარასკევს, 23 თებერვალს, ფონ დერ ლაიენი და დე კროო ვიზიტით ვარშავაში იმყოფებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.