ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი და ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავლენ

დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო კიევში ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ინტერფაქს-უკრაინა” ავრცელებს.
„ურსულა ფონ დერ ლაიენი და ალექსანდრ დე კროო შაბათს კიევში ჩავლენ, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ ევროკავშირის უცვლელი მხარდაჭერა უკრაინისადმი, რომელიც მეორე წელია რუსულ აგრესიას იგერიებს,” - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 2 წელი შესრულდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.