არქივი6 ივნისი, 2025, 00:17
მედია: 1-ელ კვარტალში საქართველოს 225 ათასი თურქი ეწვია - რომელი ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ ტურისტები

2025 წლის 1-ელ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტებმა 1.17 მლნ შეადგინა, რაც წლიურად 1.3%-იანი ზრდის მაჩვენებელია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევიდან ვიგებთ.
ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტი ტურისტი თურქეთიდან შემოვიდა, რომლის წილი 18.75%-ია, მეორე ადგილზე რუსეთია - 18.25%, ხოლო მესამეზე სომხეთი - 15.08%.
გთავაზობთ, 2025 წლის 1-ელ კვარტალში, საქართველოში შემოსულ ტურისტებს, ქვეყნების მიხედვით:
- თურქეთი - 225 ათასი (19.23%)
- რუსეთი - 219 ათასი (18.7%)
- სომხეთი - 181 ათასი (15.43%)
- ისრაელი - 81 ათასი (6.92%)
- აზერბაიჯანი - 65 ათასი (5.56%)
- ირანი - 27 ათასი (2.31%)
- ინდოეთი - 26 ათასი (2.22%)
- უკრაინა - 24 ათასი (2.05%)
- ყაზახეთი - 22 ათასი (1.88%)
- ბელარუსი - 17 ათასი (1.45%)
აღსანიშნავია, რომ მკვეთრად გაიზარდა ისრაელიდან შემოსული ტურისტების მაჩვენებელი და, თუკი გასულ წელს 46 800-ს შეადგენდა, 73%-იანი ზრდის შემდეგ, უკვე 81 ათასი გახლავთ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.