პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: ცნობილია, რა თანხა აიღო მამუკა ჯუღელმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით

მედია: ცნობილია, რა თანხა აიღო მამუკა ჯუღელმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით

„ნაპოლის“ მხარდამჭერი რადიო CRC-ის ცნობილმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ, რომელიც კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან და მის ოჯახთან დაახლოებულ პირად ითვლება ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ-ში" ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„კვარა“ მაგიდის ქვეშიდან მოგვპარეს, 75 მილიონ ევროდ გაგვაყიდინეს. დიახ, ვიმეორებ, მაგიდის ქვეშიდან. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, იურისტის ჩვენებები ჩაწერილი მაქვს, რომელიც კონტრაქტს ადგენდა, რომ ამ დოკუმენტს ოთხი თვე ამზადებდნენ და მაგიდის ქვეშ ჰქონდათ შენახული. „ნაპოლიმ“ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. უთხრეს, რომ კიდევ შეხვდებოდნენ და არ ენერვიულათ. ცნობილი აგენტი მამუკა ჯუღელი იანვრისთვის ტრანსფერის განსახორციელებლად მუშაობდა და შემდგომში გააფორმა კიდეც. მან საკომისიოს სახით სახლში 10 მილიონი წაიღო და ბიჭი პარიზში წავიდა, სადაც მისი ხელფასი 10 მილიონი იქნებოდა და სადაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდა. - განაცხადა უმბერტო კიარელომ.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.