ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ. ამასთან, როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უმაღლეს საკლუბო ტურნირებში მიღებული უმაღლესი ჯილდოების გამო, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას.
„ხვიჩა კვარაცხელიას გასულ წელს ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატებისთვის მიღებული აქვს ღირსების ორდენი. ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის გვინდა წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ვფიქრობ, ეს არის დამსახურებული ჯილდო, რომელსაც სახელმწიფოსგან მიიღებს. პრეზიდენტი მას დააჯილდოებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.
ასევე ჩვენ გადავამოწმეთ შემდეგი საკითხი, ჩვენ გვყავს ორი სპორტსმენი, რომელსაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ეს არის კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი. მათ არ აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები, ვფიქრობ დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. გადავიწყვეთ კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე“,-აღნიშნა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.