არქივი16 აპრილი, 2026, 10:11
მედია: ცვლილება ეხება იმ საჰაერო დერეფნებსაც, რომლებსაც საერთაშორისო ავიაკომპანიები ევროპასა და აზიას შორის გადაადგილებისთვის იყენებდნენ

ძალაში შედის „ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცის წესებს ცვლის და აბასთუმნის თავზე გარკვეულ ზონებში ფრენებს ზღუდავს. ცვლილება ეხება იმ საჰაერო დერეფნებსაც, რომლებსაც საერთაშორისო ავიაკომპანიები ევროპასა და აზიას შორის გადაადგილებისთვის იყენებდნენ. ოფიციალური განმარტებით, ცა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მუშაობის პირობების გაუმჯობესებისთვის იკეტება - ობსერვატორიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცის მაღალი ხარისხის ხილვადობა და მინიმალური ხელოვნური ზემოქმედება, რის გამოც საჭირო გახდა საჰაერო მოძრაობის შეზღუდვა აღნიშნულ არეალში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.