პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: შსს-ში საკადრო წმენდა გრძელდება - რას შეეწირა ლაშა ჯოხაძის პოსტი? (ვიდეო)

მედია: შსს-ში საკადრო წმენდა გრძელდება - რას შეეწირა ლაშა ჯოხაძის პოსტი? (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა გელა გელაძემ  გომელაურის კადრებისგან სისტემის წმენდა დაიწყო. უწყება დაატოვებინეს ლაშა ჯოხაძეს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა ყოფილი მინისტრის პერიოდში.

ჯოხაძე, რომელიც საზოგადოებას განსაკუთრებით დაამახსოვრა მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა დევნითა და უკანონო დაკავებებით, უკვე აღარ ირიცხება ძალოვან სტრუქტურებში. ინფორმაციას თავად ყოფილი მაღალჩინოსანიც ადასტურებს და აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა არსებული გარემოებები სხვა ვერსიაზე მიანიშნებს.

შსს-ს შიდა წყაროების ცნობით, ჯოხაძის წასვლა შესაძლოა უკავშირდებოდეს უწყებაში მიმდინარე დაპირისპირებასა და გავლენების გადანაწილებას.

მაღალჩინოსნის სახელი ფიგურირებს რამდენიმე გახმაურებულ საქმეში, მათ შორის სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებაში, სადაც მას ადანაშაულებდნენ დანაშაულის დაფარვასა და გომელაურის სიძის მფარველობაში.

ექსპერტთა შეფასებით, ლაშა ჯოხაძის გათავისუფლება შესაძლოა გახდეს შსს-ში უფრო მასშტაბური საკადრო ცვლილებების დასაწყისი, რომელიც მიზნად ისახავს უწყების დისტანცირებას ყოფილი მინისტრის გავლენებიდან.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.