მედია: პოსტი მიხეილ ყაველაშვილის დისთვის

ერთი პარტია, ერთი კანდიდატი, ერთი გამარჯვებული და უფროსის პოსტი მიხეილ ყაველაშვილის დას – ნონა ყაველაშვილი ბოლნისის ერთპარტიულ საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ, მეორე ვადით აირჩიეს.

მისი პოლიტიკური კარიერა მიხეილ ყაველაშვილის პოლიტიკაში მისვლას უკავშირდება. ქალბატონ ნონას ორი დიპლომი აქვს – ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. მანამდე პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფილოლოგიას დაეუფლა. 1992 წლიდან მარნეულის კოლეჯის პედაგოგი იყო. პოლიტიკური კარიერა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაიკეთა. ამბობს რომ ძმის გავლენების გარეშე.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილი ბოლნისში იშვიათად ჩადის ოჯახთან კონტაქტი ტელეფონით აქვს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე