მედია: შეუძლიათ თუ არა ნატოს ქვეყნებს, შეწყვიტონ რუსული ნავთობის ყიდვა, როგორც ამას ტრამპი ითხოვს?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ნატოს ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ რუსული ნავთობის ყიდვა, თუ მათ სურთ, ვაშინგტონმა გაამკაცროს სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ, მაგრამ ამის გაკეთება შეიძლება შრომატევადი და რთული პროცესი იყოს.

ამჟამად ნატოს მხოლოდ სამი ქვეყანა ყიდულობს რუსულ ნედლ ნავთობს: უნგრეთი, სლოვაკეთი და თურქეთი. თურქეთი – ყველაზე მეტს.

“ჩვენი მონაცემებით, (თურქეთი) რუსული ნავთობის მსოფლიოში სიდიდით მესამე იმპორტიორია”, – განუცხადა 15 სექტემბერს რადიო თავისუფლებას ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) ანალიტიკოსმა პეტრას კანიტასმა.

“თურქეთი რუსულ ნავთობს ძირითადად იმიტომ ყიდულობს, რომ ის დიდადაა ფასდაკლებული”, – დასძინა მან. – “ისინი ასევე სარგებლობენ რუსული ნედლი ნავთობის გადამუშავებით და ევროპაში საწვავის პროდუქტების გაყიდვით”.

ტრამპი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლაპარაკობდა მეორად ტარიფებზე იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ნავთობის იმპორტს ახორციელებენ და უკვე დაუწესა ისინი ინდოეთს. 13 სექტემბერს Truth Social-ზე მან “ნატოს ყველა ქვეყანას” მოუწოდა შეწყვიტონ იმპორტი.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან