დონალდ ტრამპი – პუტინსა და ზელენსკის ერთმანეთი სძულთ და როგორც ჩანს, ოთახში მათთან ერთად უნდა ვიყო – ზელენსკის შეთანხმების დადება მოუწევს და ევროპამ რუსეთიდან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტოს

ზელენსკის შეთანხმების დადება მოუწევს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ზელენსკის შეთანხმების დადება მოუწევს და ევროპამ რუსეთიდან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტოს. ისინი მხოლოდ საუბრობენ, მაგრამ მათ რუსეთიდან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტონ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ „ტანგოსთვის ორია საჭირო“.
„პუტინსა და ზელენსკის ერთმანეთი სძულთ და როგორც ჩანს, ოთახში მათთან ერთად უნდა დავჯდე, რადგან თავად მათ ეს არ შეუძლიათ. მათ შორის დიდი სიძულვილია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო