ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - ღაზაში დახმარების ცენტრთან ახლოს ისრაელის გახსნილ ცეცხლს 26 ადამიანი ემსხვერპლა

მედია - ღაზაში დახმარების ცენტრთან ახლოს ისრაელის გახსნილ ცეცხლს 26 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზაში, დახმარების ცენტრთან ახლოს ისრაელის ტანკების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ისრაელის ძალებმა ცეცხლი ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ჰუმანიტარულ ცენტრთან ახლოს გახსნეს.
შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზას სექტორში სამხედრო შეტევა 18 მარტს განაახლა. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოპერაციის მიზანი „ჰამასის“ სრული განადგურება და ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლებაა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.