ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერო ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტთან განხორციელებული თავდასხმის გამოძიებას ითხოვს

გაერო ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტთან განხორციელებული თავდასხმის გამოძიებას ითხოვს

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ღაზას სექტორში, დახმარების განაწილების ცენტრთან ახლოს პალესტინელების მკვლელობასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
„შეძრწუნებული ვარ გუშინ ღაზაში დახმარების მიღებისას დაღუპული და დაშავებული პალესტინელების შესახებ ინფორმაციით. მოვითხოვ ამ მოვლენებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ და დამოუკიდებელ გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას,“ - აღნიშნულია გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.
ანტონიო გუტერეშის განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოეხმაურა და სამარცხვინო უწოდა.
ცნობისთვის, კვირას ღაზაში დახმარების განაწილების ცენტრთან ახლოს თავდასხმა განხორციელდა. „წითელი ჯვრის“ განცხადებით, ორგანიზაციის საავადმყოფოში 179 დაშავებული მიიღეს, რომელთაგან 21 გარდაიცვალა. „ჰამასის“ მიერ მართული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, თავდასხმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა უარყო ინფორმაცია, რომ მისმა ჯარებმა დახმარების განაწილების ცენტრთან ახლოს მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.