არქივი2 დეკემბერი, 2023, 10:28
მედია - ღაზას სექტორში რუმინეთის მოქალაქეობის მქონე მძევალი გარდაიცვალა
ღაზას სექტორში რუმინეთის მოქალაქეობის მქონე მძევალი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული გამოცემა Digi24 ავრცელებს.
„ისრაელის ხელისუფლებამ ისრაელისა და რუმინეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის, რომელიც ღაზას სექტორში მძევლად იყო აყვანილი, გარდაცვალების შესახებ გვაცნობა“, - აცხადებს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუმინეთს „ჰამასის“ მიერ დაკავებული რუმინეთის სამი მოქალაქის შესახებ აქვს ინფორმაცია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.