მედია: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის ცოლი მძიმე მეტალებით მოწამლეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, გენერალ კირილო ბუდანოვის ცოლი მარიანა მძიმე მეტალებით მოწამვლის გამო საავადმყოფოშია, სადაც მკურნალობის პირველი ეტაპი გაიარა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემები „უკრაინსკა პრავდა“, „ბაბელი“ და „რბკ-“ წერენ, სპეცსამსახურებში ანონიმ, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროთა ცნობით, გარკვეული დროის განმავლობაში მარიანა ბუდანოვა თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და ანალიზმა მის ორგანიზმში მძიმე მეტალის კვალი დაადასტურა. ვარაუდობენ, რომ მოწამვლა საკვების მეშვეობით მოხდა. წყაროების თანახმად, აღმოჩენილი ნივთიერება საყოფაცხოვრებო ან სამხედრო მიზნებით არ გამოიყენება და ორგანიზმში მისი არსებობა მიზანმიმართულ მოწამვლაზე მიუთითებს. უკრაინული მედია წერს, რომ მარიანა ბუდანოვას მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
· 2023 წლის სექტემბერში კირილო ბუდანოვმა ამერიკულ გამოცემა The War Zone-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ცოლი მარიანა უკრაინის -ს აკადემიის იურიდიული ფსიქოლოგიის კათედრის პედაგოგია.
· 2023 წლის აგვისტოში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა რადიო თავისუფლების პროექტ Крым.Реалии-ს უამბო, რომ უსაფრთხოების მიზნით, მარიანა მასთან ერთად სამუშაო კაბინეტში ცხოვრობს.
· 2023 წლის ივნისში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ კირილო ბუდანოვზე იყო თავდასხმის 10-ზე მეტი მცდელობა.

ასევე დაგაინტერესებთ