არქივი28 ივლისი, 2026, 21:40
მედია: უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СЗР) აცხადებენ, რომ რუსეთი ომის დასაფინანსებლად ფარულად ფულს ბეჭდავს

მოვესწარით ბოლოსდაბოლოს ამ ფაქტსაც:
უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СЗР) აცხადებენ, რომ რუსეთი ომის დასაფინანსებლად ფარულად ფულს ბეჭდავს.
რუსეთის ფედერალური ხელისუფლება საბაზრო პირობებში სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვით საჭირო თანხების მოზიდვას ვეღარ ახერხებს.
ამ პრობლემის გადასაჭრელად, სახელმწიფო ბანკებმა აქტიურად დაიწყეს აღნიშნული ობლიგაციების შესყიდვა, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი კი მათთვის საჭირო ლიკვიდურობას (ფულად სახსრებს) უზრუნველყოფს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.