მედია: - უკრაინის რეკონსტრუქციისთვის $800-მილიარდიან შეთანხმებას გააფორმებენ

უკრაინა- უკრაინის რეკონსტრუქციისთვის $800-მილიარდიან შეთანხმებას გააფორმებენ – ინფორმაციას Telegraph ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  შეთანხმებაზე ხელმოწერა დავოსში მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე გეგმავენ.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი და აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად შვეიცარიაში მიემგზავრებიან.

გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებდა, რომ მომავალ კვირას თეთრ სახლში გაემგზავრებოდა, სადაც მას “კეთილდღეობის” გეგმასა და უკრაინისთვის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიებზე ხელშეკრულებების გაფორმება სურდა, თუმცა “მსურველთა კოალიციაში” შემავალმა ევროპელმა მხარდამჭერებმა შესთავაზეს, რომ ტრამპთან შესახვედრად უფრო შესაფერისი ალტერნატივა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება