მედია – უკრაინაში დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი გარდაიცვალა

უკრაინული ძალების მიერ დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა, – BBC-ის ცნობით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურში აცხადებენ, რომ ჯარისკაცი სერიოზული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.
მანამდე, სადაზვერვო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა პირველი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვე აიყვანეს.
კიევი და სეული აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის დასახმარებლად 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა, თუმცა მოსკოვი და ფხენიანი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)