ჯონ კირბი – გასული კვირის განმავლობაში კურსკის ოლქში 1000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა

გასული კვირის განმავლობაში კურსკის ოლქში 1000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბის თქმით, ჩრდილოეთ კორეული ქვედანაყოფები კურსკის ოლქში უკრაინის პოზიციებზე „ტალღისებურ შეტევებს“ ახორციელებენ, მაგრამ უშედეგოდ.
„აშკარაა, რომ რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ლიდერები ამ ჯარისკაცებს თავიდანვე მსხვერპლად განიხილავენ და უკრაინის თავდაცვაზე უიმედო შეტევების ბრძანებას გასცემენ“, – განაცხადა კირბიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს