არქივი18 მაისი, 2024, 13:54
მედია - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექიმები ბრატისლავაში მის ტრანსპორტირებას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.
როგორც ცნობილია, ფიცოს პარასკევს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.
სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინციდენტი, ქალაქ ჰანდლოვაში, ადგილობრივი კულტურის სახლის წინ მოხდა, სადაც ფიცო მხარდამჭერებთან შესახვედრად მივიდა.
პრემიერის მკვლელობის მცდელობისთვის 71 წლის კაცს ბრალი უკვე წარუდგინეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.