არქივი10 მაისი, 2026, 00:12
მედია: საყდრისის შემდეგ მძიმე ტექნიკა ახალ ტერიტორიაზე გამოჩნდა! - სად ეძებენ ოქროს? (ვიდეო)

საყდრისის აფეთქების შემდეგ, ოქროს მომპოვებელი კომპანიის ახალი სამიზნე დარბაზის ხეობის 6 სოფელია.
როგორც "შაბათის ეთერიდან" აწვდიან ინფორმაციას, მთაზე, რომელიც ამ სოფლებს ესაზღვრება, "არემჯიმ" მძიმე ტექნიკა უკვე აიყვანა. დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, ადგილობრივებისთვის არავის არაფერი უთქვამს.
- "შაბათის ეთერის" მიერ გადაღებული ვიდეომასალით უტყუარად დასტურდება, რომ დარბაზის ხეობაში, სპეცტექნიკა შეყვანილია. წყლის რეზერვუარები და საწვავის მარაგიც მობილიზებული. ძვირფასი მადნისთვის გამზადებული სპეციალური კონტეინერების ერთი ნაწილი, სასრგებლო წიაღისეულით უკვე შეავსეს და ხეობიდან საკვლევად გაიტანეს, ცარიელი ჭურჭელი კი ოქროსშემცველი მერქანის ამოღებას ელოდება.
რა სახის ნებართვებითა და ლიცენზიებით მუშაობს მძიმე ტექნიკა ხეობაში, როდის გაიცა ახალი ტერიტორბის გადათხრის და ოქროს მოპოვების ლიცენზიები და რა ფასად?
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.