ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - სამხრეთ კორეის საზღვართან ნაღმის აფეთქების შედეგად ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა დანაკარგები განიცადეს

სამხრეთ კორეის საზღვართან ნაღმის აფეთქების შედეგად ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა დანაკარგები განიცადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სეულის გაერთიანებული შტაბის მეთაურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამუშაოების წარმოების დროს ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა ნაღმის აფეთქების შედეგად დანაკარგები განიცადეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ცნობით, მიმდინარე თვეში უკვე მეორედ, 30-მდე ჩრდილოეთ კორეელმა სამხედრომ, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებით არიან დაკავებულები, სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა, რის შემდეგაც სამხრეთ კორეელმა ჯარისკაცებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.