ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - სამხრეთ კორეის საგარეო უწყება რუსეთის ელჩს დაიბარებს

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვის მიზნით, რუსეთის ელჩის დაბარებას გეგმავს, - ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩს დღეს დაიბარებს, რათა მას გადასცეს სეულის პოზიცია ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ, რომელსაც მოსკოვმა და ფხენიანმა ორი დღის წინ მოაწერეს ხელი.
შეგახსენებთ, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც, სხვა პირობებთან ერთად, ერთ-ერთი მონაწილის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.