ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: რუსული წიწიბურა და ზეთი დევნილებისთვის - გორის ადგილობრივი ხელისუფლება სკანდალში ეხვევა

მედია: რუსული წიწიბურა და ზეთი დევნილებისთვის - გორის ადგილობრივი ხელისუფლება სკანდალში ეხვევა

რუსული წიწიბურა და რუსული ზეთი დევნილებისთვის - გორის ადგილობრივი ხელისუფლება სკანდალში ეხვევა. ირკვევა რომ თიღვის მუნიციპალიტეტში რუსეთის მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის გამგეობა რუსულ პროდუქტებს ყიდულობს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კი საკუთარ გევრდზე რუსეთში გაცემული სერთიფიკატები აქვთ ატვირთული.

აქტივისტების თქმით, ტენდერი ამჟამად შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოშია გასაჩივრებული.

თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი "ოცნების" წევრის, გენო პეტრიაშვილის მამა - სპარტაკ პეტრიაშვილია.

აქტივისტები სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გენო პეტრიაშვილის მამაა ამ სოფლის გამგებელი და ის არის შესული ამ კორუფციულ გარიგებაში. ეს სოფელი დაზარალებულია რუსებისგან, თუმცა ის შესყიდვებს აწარმოებს რუსულ პროდუქტეზე, რის შემდეგაც ურიგებს მოსახლეობას" - ამბობს აქტივისტი. 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.