მედია: ატრაქციონები, რომელშიც გორის მერიამ 800 ათასი გადაიხადა, უფუნქციოა

გორში, სადაც “ახალბაღი” ერთადერთი სარეკრეაციო ზონაა, ადგილობრივებს ბავშვები გასართობად მაინც ვერ დაჰყავთ. როგორც ჩატარებული ექსპერტიზიდან ირკვევა, პარკის ტერიტორიაზე განლაგებული ატრაქციონები ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია. გახსნილია გადმოვარდნისგან დამცავი ჩამკეტის დასამაგრებელი ჯაჭვები, ვაგონებში წყალი გროვდება, არ არის გაზომილი დამიწების კონტურების წინაღობა. ეს არის იმ ხარვეზების მცირე ჩამონათვალი, რის გამოც ატრაქციონები ამ დრომდე უფუნქციოა. არადა, ამ პარკის რეაბილიტაციისთვის, ჯამში, 12 მილიონზე მეტია დახარჯული.

„ახალბაღში” განლაგებული ატრაქციონების შესაძენად გორის მერიამ ჯერ კიდევ 2020 წელს 800 ათასი ლარი გადაიხადა. ისინი კომპანია „ინგომ“ ჩინეთიდან ჩამოიტანა და დაამონტაჟა ისეთ პარკში, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებდა. პარკის რეაბილიტაცია, რომელიც ატრაქციონების მონტაჟიდან ერთ თვეში დაიწყო, 3 წლის განმავლობაში ისე მიმდინარეობდა, რომ ატრაქციონებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ატრაქციონების შემძენი კომპანია სრულ პასუხისმგებლობას გორის მერიას აკისრებს.

დაუდევრობასა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ ოპოზიციაში. ამბობენ რომ „ახალბაღის” რეაბილიტაცია კიდევ ერთი მაგალითია, როგორ ფლანგავს ადგილობრივი ხელისფლება ხალხის ფულს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი