მედია: რუსი პროპაგანდისტი და ქართული პოლიცია – რუსეთის შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ თბილისში ქართველი კოლეგების მოწვევით იმყოფებოდა

თბილისში არსებული სიტუაციის გასაცნობად, საქართველოში რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექს ლობარევი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლობარევი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

როგორც ის 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ პოსტში წერს, საქართველოში მივლინებით, ქართველი კოლეგების მოწვევით იმყოფებოდა, როგორც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის კომისარი, რათა ადგილზე გასცნობოდა „უკანონო ანტისამთავრობო პროტესტებით გამოწვეულ სიტუაციას“.

ლობარევი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აქებს და ამბობს, რომ „ქართველების უმრავლესობას პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ“ რუსი პროპაგანდისტი ხაზს უსვამს იმას, რომ თითქოს საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება პოზიტიური მიმართულებით არის შეცვლილი და რუსულ ენასაც საკომუნიკაციოდ ყველა ადგილზე თავისუფლად იყენებდა.

ლობარევს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში უწერია, რომ ის წარსულში ის შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსეთის კვლევითი ინსტიტუტის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა და ასევე იყო რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის ყოფილი კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომელი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მიროტაძე: ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება. ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო