სანქცირებულთა სიაში რუსი პროპაგანდისტი თინა კანდელაკიც მოხვდა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დაამტკიცა. სანქციების სია მოიცავს 54 ფიზიკურ პირს და 30 ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქმედებებზე, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
დაწესებული სანქციების სიაში მოხვდა ტელეწამყვანი და გაზპრომის მედიის გენერალური დირექტორის მოადგილე, რუსი პროპაგანდისტი თინათინ (თინა) კანდელაკი.
ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, კანდელაკი ეწევა პროპაგანდას, რომელიც ამართლებს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი კანდელაკის მედია სტრუქტურები მონაწილეობდნენ უკრაინული ტელეარხების რუსულით ჩანაცვლებაში.
სანქცირებულებს შორის ასევე მოხვდნენ პოლიტოლოგი ტიმოფეი ბორდაჩევი, მომღერალი ლარისა დოლინა და Mordovia-ს ხელმძღვანელი არტიომ ზდუნოვი.
სანქციები დაუწესდა სამხედრო პერსონალს, რომელიც მონაწილეობდა 8 ივლისს, კიევში, ოჰმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოზე საარტილერიო თავდასხმაში, ენერგეტიკული კომპანიების მენეჯმენტს და პირებს, რომლებსაც ევროკავშირი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასა და პრორუსულ პროპაგანდაზე პასუხისმგებლობას აკისრებს.
სანქციების სიაში ФСБ-ს ოფიცერი არტიომ კურეევი. ევროკავშირის თანახმად, ის კოორდინაციას უწევდა დეზინფორმაციის გავრცელების ოპერაციებს ევროპასა და აფრიკაში, წამოიწყო პროპაგანდისტული პროექტები Rusafro და African Initiative და ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომელიც დასავლეთს ადანაშაულებდა „ბიოლოგიური იარაღის შექმნის ექსპერიმენტებში“.
ევროკავშირმა პირველად დაუწესა სრული სანქციები: მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვა, ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვა, სხვადასხვა ჩინელ აქტორს, რომლებიც, რუსეთის მხარდასაჭერად, თვითმფრინავის კომპონენტებისა და მიკროელექტრონული კომპონენტების მიწოდებას ახორციელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას