მედია: რუსეთი ერ-რიადში შეხვედრაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას ითხოვდა

გამოცემა The Moscow Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 24 მარტს, საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკუთარ კონტროლქვეშ დატოვებას ითხოვდა.

მედიის ინფორმაციით, ერ-რიადში ჩატარებულ შეხვედრაზე რუსი დიპლომატები აშშ-სთან დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე სრულ კონტროლს ითხოვდა.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ტერიტორიას რუსეთი სრულად არ აკონტროლებს, კრემლს იმედი აქვს, რომ უკრაინულ ოლქებს თავის მმართველობის ქვეშ დაიტოვებს.

“რუსეთის კონსტიტუციაში არ არსებობს ფედერაციის შემადგენლობიდან გასვლის მექანიზმი. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ზაპოროჟიე და ხერსონი”. – ამბობს The Moscow Times-თან დაახლოებული წყარო.

კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ რუსეთმა შესაძლოა დაიპყროს უკრაინის სხვა რეგიონები, მაგალითად დნეპროპეტროვსკი და სუმი, შემდეგ კი უკრაინასთან მოლაპარაკებების გზით უკვე ანექსირებულ ტერიტორიებში გაცვალოს.

მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით, რუსეთის არმია აკონტროლებს ლუგანსკის ტერიტორიის 98.6%-ს, დონეცკის – 62.6%-ს, ზაპოროჟიეს – 71.9%-ს, ხერსონის – 69.3%-ს.

24 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქში რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლების 12-საათიანი შეხვედრა გაიმართა. მხარეები ერთობლივ განცხადებას 25 მარტს გააკეთებენ.

შეხვედრის პარალელურად ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა აშშ-ს დიპლომატებს რუსეთთან მოლაპარაკებების დასრულებისთანავე შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…