ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - რუსებმა უკრაინას 5 რაკეტითა და 75 დრონით შეუტიეს

მედია - რუსებმა უკრაინას 5 რაკეტითა და 75 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 5 რაკეტითა და 75 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ -მ“ ტიპის 2 ბალისიტკური რაკეტა, S-300/400-ის ტიპის 3 საზენიტო მართვადი რაკეტა და Shahed-ისა და სხვა ტიპის 75 დრონი გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში 25 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
ამასთან, რუსული ძალების მიერ გაშვებული 30 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.
რუსეთის თავდასხმის შედეგად დონეცკის, ხარკოვის, სუმისა და დნიპროპეტროვსკის ოლქები დაზარალდა.
ცნობისთვის, რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი და 30 დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.