პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - „რამშტაინის“ 30-ე შეხვედრა 9 სექტემბერს ლონდონში გაიმართება

მედია - „რამშტაინის“ 30-ე შეხვედრა 9 სექტემბერს ლონდონში გაიმართება

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. „რამშტაინის“ ოცდამეათე შეხვედრა ლონდონში 9 სექტემბერს არის დაგეგმილი, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში რამშტაინის შეხვედრა „შერეულ ფორმატში“ გაიმართება, თუმცა დღის წესრიგი ჯერ არ გახმაურებულა.
„დღის წესრიგთან დაკავშირებული კონსულტაციების გამო, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ამ ეტაპზე არ შემიძლია“, - აღნიშნა წყარომ.
შეგახსენებთ, „რამშტაინის“ ფორმატი შეერთებულმა შტატებმა 2022 წლის მარტში შექმნა, როგორც პლატფორმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციისთვის 50-ზე მეტი სახელმწიფოს მონაწილეობით.
უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის წინა, 29-ე შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.