ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: პოლიციის მანქანასთან შეჯახებისას მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა – საქმეს პროკურატურა იძიებს

თბილისში ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - საპატრულო პოლიციის მანქანასთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე ვიდეოს იღებდა თვითმხილველი გიკა მოდებაძე, რომელიც ამ დროისთვის, მისი მეუღლის თქმით, დაკავებულია.

"ამ ეტაპზე არაფერი არვიცი, უბრალოდ, დილით საპატრულოდან დამირეკეს, ხვალ დილით გამოუშვებთო" - თქვა მოდებაძის ცოლმა, მარიამ სურმანიძემ TV პირველის ცნობით.

როგორც ტაბულას პროკურატურაში ეუბნებიან, საქმეზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.