ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავარიას თბილისში მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა – არსებული ინფორმაციით, ის პოლიციის მანქანას შეეჯახა, რომელმაც გზა გადაუკეტა

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა და გზა გადაუკეტა. რის შემდეგაც, ბაიკერი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.
კადრში ჩანს, რომ პოლიციის მანქანა დაზიანებულია.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.