ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ვიდეომასალა, რომელიც აქციების დროს დაკავებული თორნიკე გოშაძის და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს, დამოტაჟებულია

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ვიდეომასალა, რომელიც აქციების დროს დაკავებული თორნიკე გოშაძის და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს, დამოტაჟებულია და რამდენიმე გრძელი კადრის გადაბმას წარმოადგენს.
“ადვოკატი ნინო ლომინაძე მოითხოვს საქმეს დაერთოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული ექსპერტიზის დასკვნები, ხოლო ამ ექსპერტიზის ჩამტარებლები დაიკითხონ.
ნინო ლომინაძემ ექსპერტიზა დანიშნა იმ ვიდეოებზე, რომლებიც თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს.
ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ვიდეოები დამონტაჟებულია და რამდენიმე გრძელი კადრის გადაბმას წარმოადგენს.
პროკურატურამ უდაოდ გახადა ამ ექსპერტიზის შედეგის შინაარსი, ეს ნიშნავს, რომ დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნის შინაარს.
ადვოკატი, წინააღმდეგი არაა, რომ მისი ჩატარებული ექსპერტიზა საქმეში მოხვდეს, როგორც “უდაო”. – ნათქვამია რადიო თავისუფლების ლაივ ბლოგში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე