არქივი5 ოქტომბერი 2025, 03:24
მედია: პოლიციამ რუსლან შამახია დააკავა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავებულია რუსლან შამახია.
„დაკავების ფაქტს გიდასტურებთ დაკავების, გამოძიება მიმდინარეობს 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს“, – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
მისი განცხადებით, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.