პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

34 წლის ქართველი კაცი დედას ფულს სძალავდა და შეურაცხყოფას აყენებდა – იტალიის პოლიციამ მოძალადე დააკავა

34 წლის ქართველი კაცი დედას ფულს სძალავდა და შეურაცხყოფას აყენებდა – იტალიის პოლიციამ მოძალადე დააკავა

იტალიაში 34 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც დედას ფულს სძალავდა და შეურაცხყოფას აყენებდა.
ადგილობრივი მედია Reggio Report-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი რომში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, აგრესიულ მდგომარეობაში მყოფი, დედას არასათანადოდ ექცეოდა, რა დროსაც მათთან პოლიცია მივიდა. მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც დააკავეს.
როგორც მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, 34 წლის ქართველი კაცი დედისგან ფულს ნარკოტიკის შესაძენად ითხოვდა. დაკავებული სასამართლო პროცესის გამართვამდე იზოლატორში გადაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.