ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: პაპუაშვილი 8 ოპოზიციონერ ლიდერს განაჩენის გამოცხადებამდე აცხადებს დამნაშავეებად (ვიდეო)

მედია: პაპუაშვილი 8 ოპოზიციონერ ლიდერს განაჩენის გამოცხადებამდე აცხადებს დამნაშავეებად (ვიდეო)

შალვა პაპუაშვილი 8 ოპოზიციონერ ლიდერს, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმე მიმდინარეობს, განაჩენის გამოცხადებამდე აცხადებს დამნაშავეებად - პარლამენტის თავმდჯომარემ დღეს მედიას უთხრა, რომ დამნაშავეები ციხეში უნდა ისხდნენ.

აბა სხვანაირად როგორ უნდათ, დანაშაული ჩაიდინონ და პასუხისმგებლობა არ დადგეს? - განაცხადა პაპუაშვილმა.

დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში. ვინც დანაშაულს სჩადის,  უნდა იჯდეს ციხეში - ეს არის კანონის უზენაესობის მთავარი პრინციპი. ნუ ჩაიდენენ და არ იქნება პასუხისმგებლობა, ჩაიდენენ დანაშაულს, იქნება პასუხისმგებლობა. აბა სხვანაირად როგორ უნდათ, დანაშაული ჩაიდინონ და პასუხისმგებლობა არ დადგეს - ასეთი ქვეყანა თუ უნდათ, წავიდნენ სადმე სხვაგან", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.