ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: "ოცნების" პროპაგანდისტულმა არხებმა ო'ბრაიენის ვიზიტსა და ივანიშვილის სანქცირებაზე დაწერილი ნიუსები წაშალეს

"ოცნების" მთავრობის პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა - "რუსთავი 2"-მა და "იმედმა" ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ო'ბრაიენს საქართველოში ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს, წაშალეს. სამთავრობო მედიები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ო'ბრაიენსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა უნდა გამართულიყო, სადაც ივანიშვილის სანქცირებაზე იქნებოდა საუბარი. ამ შეხვედრის შემდეგ კი, როგორც სამთავრობო მედია ამტკიცებდა, საპატიო თავმჯდომარე თავის გუნდის წევრებს მიმართავდა და სთხოვდა "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით პოზიციების შერბილებას. მოსაზრება თავდაპირველად სამთავრობო ექსპერტმა, ზაალ ანჯაფარიძემ გაავრცელა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.