იყო [ო’ბრაიენის მხრიდან] ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეხვედრაზე თხოვნა, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა - პრემიერი
იყო [ო’ბრაიენის მხრიდან] ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეხვედრაზე თხოვნა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა, - ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, უარის მიზეზი იყო ის, რომ ივანიშვილი ისედაც დე ფაქტო სანქციების ქვეშაა. მას 2 მლრდ დოლარი აქვს გაყინული. კობახიძის თქმით, მან „დასავლეთს მიანდო და ეს თანხა. საბოლოოდ კი გლობალური ომის პარტიის ხელში აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართვას“.
„თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი, რადგან მიიჩნევს ამ საკითხს არასერიოზულად, რაც შეხება ო’ბრაიენის ვიზიტს, იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეხვედრაზე თხოვნა რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. მას ჰქონდა თავისი ახსნა და განმარტება. იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როცა სხვა უცხოელ პოლიტიკოსებს და დიპლომატებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრებზე. ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთ და იგივე. ის აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული 2 მლრდ დოლარი, რომელიც მან დასავლეთს მიანდო და ეს თანხა აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართვას. ეს არის მისი მკაფიო პოზიცია. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, მაშინვე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს“, - განაცხადა პრემიერმა.
მანამდე ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო'ბრაენს საქართველოში ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს და ამასთან დაკავშირებით შეხვედრა უნდა გამართულიყო ბიძინა ივანიშვილსა და ჯიმ ო'ბრაენს შორის.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ობრაენი ჩამოდის საქართველოში, არსებული ინფორმაციით მას საქართველოში ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრა შედგება ივანიშვილსა და ო'ბრაიენს შორის და ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ივანიშვილის დასანქცირებას," - გაავრცელა ინფორმაცია „იმედმა".
იმედმა ისიც თქვა, რომ „ბიძინა ივანიშვილი მიმართავდა გუნდის წევრებს, გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს“.
„იმედმა" ეს ინფორმაცია ვებგვერდზეც დადო, თუმცა მალევე წაშალა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.