მედია: ბიუჯეტის ძარცვის ახალი სკანდალი – კომპანიას, რომელსაც 9 მლნ-ის მოპარვაში ადანაშაულებენ, “ოცნების” დეპუტატის სიძე ფლობდა (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა, რომ კომპანია „ლაგი კაპიტალი“ მილიონობით ლარის საბიუჯეტო თანხას ფლანგავდა. კომპანიას, რომელიც წარსულში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერები ერთი მეორის მიყოლებით ჰქონდა მოგებული.

დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას ბიუჯეტიდან 94 მილიონ ლარზე მეტი ჰქონდა მიღებული, მათ შორის 20-მილიონიანი ტენდერები იმ პერიოდში, როდესაც ამისულაშვილი „ლაგი კაპიტალის“ 50%-იან წილს ფლობდა. ფულის ნაწილი კომპანიას ავანსად ჩაერიცხა, თუმცა სამუშაოები არ შესრულდა – არცერთი სკოლა და ბაღი რეალურად არ აშენდა.

შემდგომში ამისულაშვილმა საკუთარი წილი სხვაზე გადააფორმა. ვინ მიიღო საკონტროლო პაკეტი და რა გარიგებით, ამაზე კითხვებს ის მაშინაც არ პასუხობდა.

„შაბათის ეთერის“ საგამოძიებო მასალებით დასტურდება, რომ ტენდერების შესრულება ჩავარდა, თანხა კი მიითვისეს. თავად ალექსანდრე ამისულაშვილი დღეს ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს