ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - ნენსი პელოსმა ჯო ბაიდენს პირად საუბარში უთხრა, რომ გამოკითხვების თანახმად, ის არჩევნებს ვერ მოიგებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს პირად საუბარში უთხრა, ­რომ გამოკითხვების შედეგების თანახმად, ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს ვერ დაამარცხებს და შესაძლოა გაანადგუროს წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ გამარჯვების შანსები თუკი მეორე ვადით არჩევის მიზნით კენჭს იყრის, - ინფორმაციას CNN-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ერთ-ერთი წყაროს თქმით, პრეზიდენტი ნენსი პელოსს არ დაეთანხმა და განუცხადა, რომ ნახა გამოკითხვები, რომლებიც მიუთითებს, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს.
ამასთან, არცერთ წყაროს არ აღუნიშნავს, უთხრა თუ არა პელოსმა ბაიდენს რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უნდა გამოეთიშოს.
აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ენდრიუ ბეითსმა CNN-ს განუცხადა, რომ ბაიდენი არის „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, რომელიც „გამარჯვებას გეგმავს და მოუთმენლად ელის კონგრესის „დემოკრატებთან“ მუშაობას, რათა მიიღონ მისი 100-დღიანი დღის წესრიგი“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.