ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიიდან გასვლის შემდეგ ჩატარებული პირველი გამოკითხვების თანახმად, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან მარცხდება - „ნიუსვიქი“

ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიიდან გასვლის შემდეგ ჩატარებული პირველი გამოკითხვების თანახმად, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან მარცხდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუსვიქი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ბაიდენის განცხადების შემდეგ „ონ ფოინთ ფოლითიქსისა“ და „სოქალ რისერჩის“ მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებში ჩანს, რომ ამომრჩევლების 51 პროცენტი დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, კანდიდატად დასახელების შემთხვევაში კი კამალა ჰარისს 43 პროცენტი დაუჭერდა მხარს, არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს.
გამოკითხულთა ექვს პროცენტს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.